ჩემი გარდაცვალების ათი წლისთავი ხდება

ჩემი გარდაცვალების ათი წლისთავი ხდება, თუმცა ამ ბარათს იმიტომ არ ვწერ, რომ საიქიო ცხოვრებაზე გიამბოთ. ჩემი დიდი სიყვარულის ისტორიას მოვყვები, რათა იცოდეთ, რომ ადამიანთან ერთად სიყვარული არ კვდება… ზამთარში გავიცანი. თბილისისთვის უჩვეულოდ სუსხიან საღამოს, როცა ძველ მეგობრებთან ერთად ახალ წელს ვხვდებოდით… იმ საღამოს კი მივხვდი, რომ თურმე ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდი. მიჭირს იმის ახსნა, როგორი იყო, რადგან სიტყვები “ერთადერთი” ან “სანუკვარი” მხოლოდ ცოცხლებისთვის არის მნიშვნელოვანი, აქ კი შეგიძლია უბრალოდ თქვა “ის ჩემი სიზმარი იყო” და ყველაფერი გასაგები იქნება. ჰო, ეს 31 დეკემბერს მოხდა. დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ დავიღუპე! მარტო რომ მოსულიყო, შეიძლება პირველივე წუთს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ის ჩემს მეგობართან ერთად მოვიდა. ერთმანეთი სამიოდე კვირის წინ გაიცნეს, ჩემი მეგობარი ბევრს ჰყვებოდა მასზე. როცა საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა და სადღეგრძელოებიც შეისვა, ფანჯარასთან მივედი. ჩემი სუნთქვისგან მინა დაიორთქლა, მეც ავიღე და საჩვენებელი თითით მივაწერე: “მიყვარხარ!” მერე ადგილს დავუბრუნდი. წარწერა ორიოდე წუთში გაქრა… ლხინი გაჩაღდა. ფანჯარასთან ერთი საათის შემდეგ მივედი, დავაორთქლე და დავინახე წარწერა: “მეც”. ვიგრძენი, რამდენიმე წამით როგორ გამიჩერდა გული და მომეკვეთა ფეხები. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მანამდე მოხდა, მხოლოდ ფონი იყო… ჩემი სიცოცხლე იმ ღამეს დაიწყო… მისიც, რადგან ეს მის თვალებში დავინახე. ორ იანვარს უკვე ერთად ვიყავით, ჩემს პატარა ბინაში და მომავლის გეგმებს ვაწყობდით. შეჭირხლულ მინაზე წერა ჩვევად გვექცა. ერთხელ დავუწერე: “შენ ჩემი სიზმარი ხარ”. მიპასუხა: “ოღონდ არ გაიღვიძო”. ყველაზე სანუკვარ სურვილებს ერთმანეთს ასე ვატყობინებდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ზუსტად ორი თვე. მერე კი ჩემი აღსასრული დადგა. მანამდე, გონება დავკარგე. “კომაა, – თქვა ექიმმა, – არაფერი ესმის.” სულელი! – გავივლე გუნებაში. ჩემი უსაყვარლესი ქალი ფანჯარასთან მივიდა, დააორთქლა და დაწერა: “არ მიმატოვო!” ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პასუხის გაცემა ვერ შევძელი. მას ჩემი ხელი ეკავა განთიადამდე, მერე კი… მასთან მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა სძინავს. ვერ ვტირი, თუმცა მტკივა. ჩემი აღსასრულის დილას მან მინაზე ნუგეშად წამიწერა: “ძლიერი ტკივილი ხანმოკლეა!” როცა საწოლისკენ შემობრუნდა, მე აღარ ვსუნთქავდი, მაგრამ დავინახე, როგორ ატირდა… და ვიცი, მანაც იცის, რომ მაშინ შეცდა, რადგან თვითონ უკვე ათი წელია სტკივა… ამ წლების განმავლობაში ის ყოველთვის მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ფანჯარასთან ჯდებოდა შამპანურის ჭიქით ხელში და დაორთქლილ მინაზე ჩემთვის წერდა. მისი ბარათები ვერცერთხელ ვერ წავიკითხე, იმიტომ, რომ ჩემი სუნთქვისგან მინა აღარ იორთქლება… შარშანდელი წელი განსაკუთრებული იყო. საიქიო ცხოვრების საიდუმლოებებს ვერ გავამხელ, მაგრამ გაგანდობთ, რომ ერთადერთი თხოვნის შესრულებას შემპირდნენ. მე კი მისი ბარათის წაკითხვაზე ვოცნებობდი. როცა დაიძინა, დიდხანს ვეჯექი სასთუმალთან. შემდეგ ფანჯარასთან მივედი. ვიცოდი, რომ მისი გზავნილის წაკითხვას შევძლებდი. წავიკითხე კიდეც. იქ ეწერა: “გამიშვი!” ეს წელი უკანასკნელი იქნება, რომელსაც მარტო გაატარებს. სურვილი იმის სანაცვლოდ შემისრულეს, რომ აღარასდროს მივიდოდი მასთან. როცა საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, ის ჭიქაში შამპანურს დაისხამს, ფანჯარასთან მივა, დააორთქლებს და ჩემს ბარათს დაინახავს. იქ ეწერება: “გიშვებ…”

ჩემი რჩევა იქნება

ისე აი რომ დაფიქრდე რაა ადამიანი:
რამდენი ხნის სიცოცხლე დაგრჩენია?
ჰაა ჰააა 80 წელი და თუ გავითვალისწინებთ იმას როგორი დაბინძურებულია სამყარო უფრო ცოტა
ხოდა ამაზე საუბარი რატომ დავიწყე იცით?
აი ვკითხულობ თქვენს ნაწერებს და ვფიქრობ:
კი მაგრამ ეს ადამიანები რატომ შემოდიან აქ და რატომ წერენ აქ იმას რასაც უნდა ეუბნებოდნენ ერთმანეთს?
აქ დაწერით კი ამოიღებ სათქმელს მაგრამ მერე შემოვა რომელიმე “ცინოკოსი” რომლისთვისაც სხვისი დაცინვა საკუთარი თვითშეფასების ამაღლების საშვალებაა და დაგცინებთ
არ ჯობია იმ ადამიანს უთხრათ თქვენი სათქმელი ვისთვისაც ამას წერთ ვიდრე რომელიმე “ცინიკოსს” დაცინონოთ თავი?
არ ჯობია იმან დაგცინოთ ვიდრე გული გეტკინოთ იმაზე რომ ვერ გაიგეს თქვენ რისი თქმა გინდოდათ რომ დასცინეს თქვენს გრძნობებს.
სიმართლე რომ ვთქვა არც მე ვარ მთლად გულახდილი ყოველთვის მაგრამ მე არც დანარჩენი მაღელვებს დიდად.
ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობ თუ კი ეს მიღირს.
ეხლა გეტყვით იმას რა შუაში იყო ის რამდენი ხნის სიცოცხლე დაგვრჩენია
აი სიკვდილის პირას რომ იქნებით რას ინანებთ არ გიფიქრიათ?
იქნებ ზუსტად ის ინანოთ რომ რაღაც უნდა გეთქვათ ვიღაცისათვის და არ უთხარით შემოხვედით და აქ დაწერეთ
სიკვდილის მერე გვიანი იქნება.
უბრალოდ ღირს დაფიქრება იმაზე რომ ცხოვრების და სიცოცხლის უფლება ერთხელ გვეძლევა და თუ ყველაფერს ჩვენში ჩავკეტავთ ან საიტზე დავწერთ სადაც დაბალი თვითშეფასების მქონე “ცინოკოსების” დასაცინები გავხდებით კი არ ვიცხოვრებთ უბრალოდ ვიარსებებთ
განა ჩვენ ესეთი ცხოვრება გვინდა?
მე არ მინდა.
არა ვიცი რომ ძნელია იყო ის თქვა ის და გააკეთო ის რაც გინდა როგორც გინდა რანაირადაც გინდა
მე პირადად ხშირად მიწევს დავიმალო ჩემს ნიჟარაში
როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა: არ ესმით ადამიანებს ის ამას რატომ აკეთებ მინდა რომ დაველაპრაკო ავუხსნა მაგრამ აზრი არ აქვს მაინც ვერ გაიგებენო.
ისე სხვათა შორის იმ ადამიანებში რომლებიც ვერ გაიგებენ ჩვენც შევდივართ ხშირად ჩვენც არ გვესმის სხვისი საქციელი და სიტყვები
ზოგჯერ არასწორედ გვესმის და ვირებივით ვიქცევით
ხოდა ხანდახან იქნებ დავფიქრდეთ იმაზე რატომ აკეთებს ესა თუ ის ადამიანი ამას და არ ვიფიქროთ მარტო საკუთარ ეგოზე.
ღირს დაფიქრება იმაზე რომ როდესაც ადამიანი ჩვენთვის რაღაც კარგს აკეთებს ან რაღაცას გვეუბნება იმიტომ კი არ აკეთებს რომ აპოლონები ვართ და ჩვენს იქით გზა არ აქვს იმიტომ აკეთებს და გვეუბნება რომ ვუყვარვართ
ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და არც კი ვიცით მოგვეცემა თუ არა მეორე შანსი იმისათვის რომ ვიცხოვროთ ისე როგორც გვინდა
ხოდა ხანდახან მაინც დაფიქრდით იმაზე რა გინდათ როგორ გინდათ და რა უნდათ თქვანგან სხვებს
ხანდახან მაინც უთხარით სათქმელი იმ ადამიანს ვისთვისაც აქ წერთ წერილებს.
თქვენს მშობლებს
დებს
ძმებს
შეყვარებულებს
ძველსა თუ ახალ მეგობრებს
არ ჯობია პირადად უთხრათ ეს ყველაფერი ვიდრე აქ წეროთ
ეს ცხოვრებას მგონი უფრო ადვილს გახდის.

მე იმას არ ვიძახი რომ არ წეროთ უბრალოდ რაც სათქმელია მინდა გაბედოთ და თქვათ,თორე შემდეგ ინანებთ და ბოლომდე დაკარგავთ ყველაფერს.