ერთი ვარ მხოლოდ

ყველაფერი მეორდება.. აი სულ ყველაფერი მეორდება.. ტკივილი. ტკივილი. ტკივილი და…. სიცარიელე.  ბლა.ბლა.ბლა.. ისეთ ხასიათზე ვარ, წვიმაში წინ და უკან, უმისამართოდ ბოდიალზეც არ ვიტყოდი უარს. ჰოო.. მე და ტკივილი ეს ორი დღეა ისე “დავძმაკაცდით” ასე მგონია ბავშვობიდან ვიცნობ. ჯანდაბა!!! დავიწყებასაც დავავიწყდი მგონი….ვიღაცის უხილავმა ხელმა მოგონებათა ფირფიტა აამუშავა და.. ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალეებს.. ასე მგონია, მალე გული გამისკდება.. მოდი და არ იფიქრო.. შეიძლება ერთდროულად გამოცარიელებულიც იყო და სავსეც ?? ყელამდე სავსე ვარ და უკიდურესობამდე ცარიელი.. ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებ. ღამით საკუთარ თავს ვუსმენ.. ნეტავ არ შეიძლება გულს ცივი წყალი გადავასხა ? ჩემი სურვილისგან განსხვავებით, საშინელ ტკივილს ვგრძნობ.. ისევ და მაინც. და.. თუ დასასრული დასასრულია, რატომ არ სრულდება ??: ))

იმედგაცრუებები.. ისევ და ისევ და ისევ. სიტყვები იშვიათად.. სიჩუმე ხშირად.. ცრემლები არა ან ვერა ან.. რა ვიცი. წუთები.. საათები.. დღეები. წინ და უკან.. უკან და წინ. წრეზე დავდივარ მგონი. ასე მგონია არასოდეს დამთავრდება ეს.. არა, კოშმარი როგორ ვუწოდო. მოდი დავტოვოთ უსახელოდ, რა პრობლემაა.

Continue reading