ჩემ ბუს ბუსგან = ]

შენი შტერული ხასიათის გამო შემიყვარდი… გიყურებდი და მეცინებოდა თან რა საყვარელი და თან რა სერიოზული იყავი…შემიყვარდა თვალებს რომ ამიციმციმებდი ხოლმე და საყვარლად ჩაიცინებდი.
მახსოვს შენი გაკვირვებული სახე ხელი რომ ჩაგკიდე და ჭორიკანა ხალხის მასაში პირველად გავიარეთ ერთად, საყვარლად ბედნიერი ვიყავი.
იცი რაც დრო გადის, ყოველი წამი, წუთი, საათი, დღე და კვირა უფრო და უფრო მიყვარდები…მე შენ გული გაჩუქე და შენც შემპირდი რომ ყოველთვის შეინახავდი.

ახლა მეც მინდა შეგპირდე, რომ ყოველთვის მეყვარები და რაც არ უნდა მოხდეს, აი ამ ყველა პრობლემის მიუხედავად არასოდეს და არასდროს არ გავიფიქრებ წამითაც შენს მიტოვებას და ვერც გავბედავ. შენს იქით ხომ აგარაფერია… სიცარიელის და სიმარტოვის გარდა .
ნუ განა სიცარიელის და სიმარტოვის მეშინია, არა არაფრის არ მეშინია საერთოდ არაფრის.უბრალოდ უშენოდ არ შემიძლია.

[მიყვარხარ ბუ და სულ მეყვარები :*]

ჩემი გარდაცვალების ათი წლისთავი ხდება

ჩემი გარდაცვალების ათი წლისთავი ხდება, თუმცა ამ ბარათს იმიტომ არ ვწერ, რომ საიქიო ცხოვრებაზე გიამბოთ. ჩემი დიდი სიყვარულის ისტორიას მოვყვები, რათა იცოდეთ, რომ ადამიანთან ერთად სიყვარული არ კვდება… ზამთარში გავიცანი. თბილისისთვის უჩვეულოდ სუსხიან საღამოს, როცა ძველ მეგობრებთან ერთად ახალ წელს ვხვდებოდით… იმ საღამოს კი მივხვდი, რომ თურმე ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდი. მიჭირს იმის ახსნა, როგორი იყო, რადგან სიტყვები “ერთადერთი” ან “სანუკვარი” მხოლოდ ცოცხლებისთვის არის მნიშვნელოვანი, აქ კი შეგიძლია უბრალოდ თქვა “ის ჩემი სიზმარი იყო” და ყველაფერი გასაგები იქნება. ჰო, ეს 31 დეკემბერს მოხდა. დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ დავიღუპე! მარტო რომ მოსულიყო, შეიძლება პირველივე წუთს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ის ჩემს მეგობართან ერთად მოვიდა. ერთმანეთი სამიოდე კვირის წინ გაიცნეს, ჩემი მეგობარი ბევრს ჰყვებოდა მასზე. როცა საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა და სადღეგრძელოებიც შეისვა, ფანჯარასთან მივედი. ჩემი სუნთქვისგან მინა დაიორთქლა, მეც ავიღე და საჩვენებელი თითით მივაწერე: “მიყვარხარ!” მერე ადგილს დავუბრუნდი. წარწერა ორიოდე წუთში გაქრა… ლხინი გაჩაღდა. ფანჯარასთან ერთი საათის შემდეგ მივედი, დავაორთქლე და დავინახე წარწერა: “მეც”. ვიგრძენი, რამდენიმე წამით როგორ გამიჩერდა გული და მომეკვეთა ფეხები. ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მანამდე მოხდა, მხოლოდ ფონი იყო… ჩემი სიცოცხლე იმ ღამეს დაიწყო… მისიც, რადგან ეს მის თვალებში დავინახე. ორ იანვარს უკვე ერთად ვიყავით, ჩემს პატარა ბინაში და მომავლის გეგმებს ვაწყობდით. შეჭირხლულ მინაზე წერა ჩვევად გვექცა. ერთხელ დავუწერე: “შენ ჩემი სიზმარი ხარ”. მიპასუხა: “ოღონდ არ გაიღვიძო”. ყველაზე სანუკვარ სურვილებს ერთმანეთს ასე ვატყობინებდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ზუსტად ორი თვე. მერე კი ჩემი აღსასრული დადგა. მანამდე, გონება დავკარგე. “კომაა, – თქვა ექიმმა, – არაფერი ესმის.” სულელი! – გავივლე გუნებაში. ჩემი უსაყვარლესი ქალი ფანჯარასთან მივიდა, დააორთქლა და დაწერა: “არ მიმატოვო!” ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პასუხის გაცემა ვერ შევძელი. მას ჩემი ხელი ეკავა განთიადამდე, მერე კი… მასთან მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა სძინავს. ვერ ვტირი, თუმცა მტკივა. ჩემი აღსასრულის დილას მან მინაზე ნუგეშად წამიწერა: “ძლიერი ტკივილი ხანმოკლეა!” როცა საწოლისკენ შემობრუნდა, მე აღარ ვსუნთქავდი, მაგრამ დავინახე, როგორ ატირდა… და ვიცი, მანაც იცის, რომ მაშინ შეცდა, რადგან თვითონ უკვე ათი წელია სტკივა… ამ წლების განმავლობაში ის ყოველთვის მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ფანჯარასთან ჯდებოდა შამპანურის ჭიქით ხელში და დაორთქლილ მინაზე ჩემთვის წერდა. მისი ბარათები ვერცერთხელ ვერ წავიკითხე, იმიტომ, რომ ჩემი სუნთქვისგან მინა აღარ იორთქლება… შარშანდელი წელი განსაკუთრებული იყო. საიქიო ცხოვრების საიდუმლოებებს ვერ გავამხელ, მაგრამ გაგანდობთ, რომ ერთადერთი თხოვნის შესრულებას შემპირდნენ. მე კი მისი ბარათის წაკითხვაზე ვოცნებობდი. როცა დაიძინა, დიდხანს ვეჯექი სასთუმალთან. შემდეგ ფანჯარასთან მივედი. ვიცოდი, რომ მისი გზავნილის წაკითხვას შევძლებდი. წავიკითხე კიდეც. იქ ეწერა: “გამიშვი!” ეს წელი უკანასკნელი იქნება, რომელსაც მარტო გაატარებს. სურვილი იმის სანაცვლოდ შემისრულეს, რომ აღარასდროს მივიდოდი მასთან. როცა საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, ის ჭიქაში შამპანურს დაისხამს, ფანჯარასთან მივა, დააორთქლებს და ჩემს ბარათს დაინახავს. იქ ეწერება: “გიშვებ…”

მაშინაც კი მე გიყვარდი

ძალიან მინდა შენთან,რატომღაც მინდა გიგრძნო…ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ვინმეს სახეს ბედნიერს დავინახავდი იმ მიზეზით რომ მე მხედავს,ორი თვალი და უამრავი სხივი,რომელიც ჩემ თვალებს ანათებს და ჩემს არსებობას აზრიანს ხდის.ბედნიერი ვარ როცა გხედავ როგორ მოდიხარ ჩემთან შესახვედრად,კიდე უფრო ბედნიერი ვარ მაშინ როცა მოხვალ და თბილი ხმით მეტყვი:”როგორ ხარ ბე”?აი მაშინ ვხვდები რომ,როცა მოდიოდი და ისე შორს ჩანდი რომ მხოლოდ სილუეტით მივხვდი რომ შენ იყავი,ასევე მაშინ როცა აქ არც იყავი და მაშინ როცა საერთოდ არ იყავი, მაინც ჩემი იყავი და მაშინაც კი მე გიყვარდი….

ყოველთვის ვიხსენებ იმ დროს და იმ დღეს როდესაც გაგიცანი და მეღიმება… არადა ვიჯექი ჩემთვის მოხვედი და დახტი სკამზე გიჟივით. თავიდან კი შემაშინე მაგრამ თვალებში რომ ჩაგხედე იმის მერე ვსო… თვალს ვეღარ გარიდებდი.იმასაც სულ ვიხსენებ ჩვენი გაცნობის დღეს რომ ვიცეკვეთ და ხელიც ჩაგკიდე.მაგრამ ერთი მაინც მეწყინა ისე გაიქეცი რომ ზედაც არ შემოგიხედავს და არც დამმშვიდობებიხარ,მაგრამ ახლა ჩემი ხარ, ნუ მაინც,
1 წუთიც კი უშენოდ საუკუნეა. არასდროს არ მინდა გამოვცადო.მაგრამ….მინდა დავტკბე იმით რაც დღეს მაქვს და არ მინდა ვიფიქრო სხვა დღეებზე.

ერთი ვარ მხოლოდ

ყველაფერი მეორდება.. აი სულ ყველაფერი მეორდება.. ტკივილი. ტკივილი. ტკივილი და…. სიცარიელე.  ბლა.ბლა.ბლა.. ისეთ ხასიათზე ვარ, წვიმაში წინ და უკან, უმისამართოდ ბოდიალზეც არ ვიტყოდი უარს. ჰოო.. მე და ტკივილი ეს ორი დღეა ისე “დავძმაკაცდით” ასე მგონია ბავშვობიდან ვიცნობ. ჯანდაბა!!! დავიწყებასაც დავავიწყდი მგონი….ვიღაცის უხილავმა ხელმა მოგონებათა ფირფიტა აამუშავა და.. ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალეებს.. ასე მგონია, მალე გული გამისკდება.. მოდი და არ იფიქრო.. შეიძლება ერთდროულად გამოცარიელებულიც იყო და სავსეც ?? ყელამდე სავსე ვარ და უკიდურესობამდე ცარიელი.. ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებ. ღამით საკუთარ თავს ვუსმენ.. ნეტავ არ შეიძლება გულს ცივი წყალი გადავასხა ? ჩემი სურვილისგან განსხვავებით, საშინელ ტკივილს ვგრძნობ.. ისევ და მაინც. და.. თუ დასასრული დასასრულია, რატომ არ სრულდება ??: ))

იმედგაცრუებები.. ისევ და ისევ და ისევ. სიტყვები იშვიათად.. სიჩუმე ხშირად.. ცრემლები არა ან ვერა ან.. რა ვიცი. წუთები.. საათები.. დღეები. წინ და უკან.. უკან და წინ. წრეზე დავდივარ მგონი. ასე მგონია არასოდეს დამთავრდება ეს.. არა, კოშმარი როგორ ვუწოდო. მოდი დავტოვოთ უსახელოდ, რა პრობლემაა.

Continue reading

100 ფოტო, რომელმაც შეძრა მსოფლიო

ფოტოგრაფიის ძალა მსოფლიომ მაშინ აღიარა, როცა ამ სურათების შემყურე ადამიანებმა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ სისატიკეს ჩახედეს თვალებში. ფოტოებმა ბევრი რამ შეცვალეს! მათ აჩვენეს მსოფლიოს, რა მოაქვს ომს, შიმშილს, ძალადობას, ბუნებრივ კატაკლიზმებს, როგორია, ერთი შეხედვით, მშვიდობის მიღმა არსებული რეალობის სისასტიკე.

ფოტოების ნუმერაციას ყურადღევას ნუ მიაქცევთ, რადგან რიგირთობას მხოლოდ პირობითი დატვირთვა აქვს.

1. ფოტოგრაფიის პირველი პირმშო 1826 წელს ფრანგმა ჟოზეფ ნიკიფორ ნიეფსიმ – Joseph Niépce – მისი სტუდიის ფანჯრიდან შექმნა ხედის რეპროდუქცია, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ფარდულის დაქანებული სახურავი, მსხლის ხე, რომლის ტოტებს შორის ცის კამარა მოჩანდა და მტრედის სახლი. ეს უხეში და გაურკვეველი გამოსახულება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში პირველ წარმატებულ ფოტოსურათს წარმოადგენდა. ნიეფსიმ ამ სურათს ჰელიოგრაფია (მზე-მხატვრობა) უწოდა.პირველი ფოტოს გამჟღავნებას 8 საათი დასჭირდა. ასე გაჩნდა ფოტოგრაფია.

1793 წელს ფრანგმა ნიკიფორემ და მისმა ძმამ – კლაუდმა წარმოიდგინეს ფოტოგრაფიული პროცესი. მომდევნო წლების განმავლობაში ნიკიფორე ექსპერიმენეტებს ატარებდა სინათლეზე მგრძნობიარე სხვადასხვა მოწყობილობებსა და კამერებზე.

2. შესვენება ლანჩზე. ცნობილი ფოტო ნიუ-იორკის ფოტოკოლექციიდან ებრაულ-სლავური წარმოშოფის ფოტოგრაფის – ჰაინ ლუისის ტრიუმფად ნიუ-იორკის 443-მეტრიანი Empire State Building-ის მშენებლობის ამსახველი კადრები იქცა. ცნობილია, რომ 3000-მდე ევროპელი ემიგრანტი ყოველგვარი სადაზღვევო აღჭურვილობის გარეშე აშენებდა მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე მაღალ შენობას.

102-სართულიანი Empire State Building-ის მშენებლობას 410 დღე დასჭირდა. ცათამბჯენი 1931 წლის 1 მაისს გაიხსნა და ტყუპი ცათამბჯენის აშენებამდე ამერიკაში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. 2002 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კი ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსი დაიბრუნა. ოფიციალური სტატისტიკით, მშენებლობისას 5 ადამიანი დაიღუპა.

Continue reading